ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის ერთი ექიმია, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1300-ს მიაღწია, აქედან 1287-მდე შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაში. სამი პაციენტის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მალაიზიაც.

ევროპაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება გააკეთა საფრანგეთის ხელისუფლებამ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით კი, ამჟამად 63 პაციენტს იკვლევენ, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო