რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავის Telegram არხზე პოლიტოლოგმა ალექსეი ჩეზნაკოვმა, სურკოვის ახლო მეგობარმა დაწერა. მისი თქმით, სურკოვმა გადაწყვეტილება „ უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო მიიღო“.
ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. „რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს“, - წერს პოლიტოლოგი.
ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 წლიდან მოყოლებული მუშაობდა. ის კურირებდა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე კონფლიქტის საკითხებს უკრაინასთან. მას კრემლის „რუხ კარდინალადაც“ მოიხსენიებენ.