ლევან ხაბეიშვილი - პოლიციაში გამოკითხვაზე მოვედი - არ ვაპირებ ვინმეს ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, თბილისის საკრებულოს " ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის სამმართველოში ადვოკატ გიორგი კონდახიშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ნადირაძესთან ერთად მივიდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ "კრიმინალური ხელისუფლების" პირობებში საკრებულოში მასსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შოროს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპიებას ობიექტურად გამოიძიებენ.

"როცა დამკვეთი არის თვითონ ხელისუფლება და კახა კალაძე, ამ დროს, ამ კრიმინალური დაწესებულებიდან, სადაც მინისტრის ოჯახის წევრების გამო მაიორებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და პოლიციელებს დევნიან, ცხადია, არაფრის იმედი არ მაქვს. მათ დამიბარეს და თქვეს, რომ გამოძიება დავიწყეთ და გამოკითხვაზე უნდა მოხვიდეო. შესაბამისად, მე როგორც კანონმორჩილი ადამიანი მოვედი. ასევე საზოგადოებას მინდა, ვუთხრა და ხელისუფლებას შევახსენო - ანრი ოხანაშვილს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, დააკავეს. ამ შემთხვევაში, როცა რამდენიმე ტურა უკნიდან მოპარვით და ანგარიშსწორებით გამოიჩეოდა ჩემს მიმართ,ისინი დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. თუმცა, მე უკვე მოვედი და კანონის შესაბამისად მივცემ ჩვენებას. ამ ადამიანებს არ ვაპირებ ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება და ზოგადად, ყველა ძალადობას ვგმობ, მათ შორის ,ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, თუმცა როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ. იმიტომ, კი არა, რომ მე დავიბოღმე და ცოტა ხანი ყვითელი თვალი მაქვს, არა, უბრალოდ, ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა