დავით უსუფაშვილი კონგრესმენების წერილებზე - საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა იმიტომ, რომ მორიგი მმართველი მორიგ ჯერზე ვერ უმკლავდება თავის საქმეს

საქართველო მორიგ ჯერზე ყურადღების ცენტრში ექცევა, იმიტომ რომ მორიგი მმართველი მორიგ ჯერზე ვერ უმკლავდება თავის საქმეს და ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც პარტიის ოფისი გაიხსნა.

მისივე განცხადებით, კარგი ამბავი ისაა, რომ წერილებში სრულიად ცალსახადაა დადასტურებული ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

„ეს არის არა ერთი დღის, არამედ წლების განმავლობაში დანახული პრობლემები და ამის ბოლო წვეთი იყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული მზაკვრული ნაბიჯები, რომელიც გადადგეს „ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა. ეს იყო ბოლო წვეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთმინების ფიალა ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ვილნიუსშიც, ბერლინშიც და ყველგან აივსო და უკვე ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვხედავთ, „ოცნება“ და მათი ლიდერი შიშველია, მათ გადაუხვიეს გზას დემოკრატიის და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობის და ეს შესაცვლელია. ეს არის მტკივნეული ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ საქართველოს ეხება და საქართველო მორიგ ჯერზე ყურადღების ცენტრში ექცევა იმიტომ, რომ მორიგი მმართველი მორიგ ჯერზე ვერ უმკალვდება თავის საქმეს და ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ წერილებში სრულიად ცალსახადაა დადასტურებული მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი და თანადგომა დემოკრატიული საზოგადოების. ეს ვითარება არის სახიფათო და საქართველოს ოპოზიციურმა ძალებმა, „ლელომ“, სხვებმა სათანადო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმიტომ, რომ უუნარო ხელისუფლების ხელში აღმოჩენილი ქვეყანა ჩვენ უნდა გავიყვანოთ ფონს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯი ილახება.

„ერთი მხრივ, ისაა, რომ ხედავენ უცხოელი პარტნიორები და იქნებ აქაც დაინახოს იმ ხალხმა, ვინც ჯერ კიდევ ვერაფერს ხედავს, მეორე მხრივ, სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ილახება ამით, ეს კრიტიკა, რომელიც ამხელა სიმაღლეებიდან მოდის, ეს ესმის იმ უცხოელ ინვესტორსაც და რა გვემართება? 7-8 წელიწადში ჩავალთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში და კიდევ ერთხელ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უი, არ გამოგვადგა ისევ ვიღაც და მოგვეხმარეთ მის შეცვლაში. ეს ხომ ქვეყნის პრესტიჟს ანგრევს, ეს აღარ უნდა განმეორდეს, აღარ უნდა დავუშვათ ასეთი რამ და ამის გარანტი უნდა იყოს პოზიტივზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე ორიენტირებული პატიოსანი ადამიანების გუნდი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო