მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას სჭირდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ჩვენ ამას მხარს აუცილებლად დავუჭერთ. ასევე, გვაქვს სხვა იდეები, რომლებსაც გაგაცნობთ, რათა ქუთაისს დაუბრუნდეს ძალიან სერიოზული ფუნქცია - ფინანსური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. 2019 წლის იანვარში კი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტი კვლავ თბილისში დაბრუნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა