ანა ნაცვლიშვილი - კონგრესმენების წერილებში ჩანს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი - ივანიშვილი

კონგრესმენების წერილები პირდაპირ ქართველი ხალხისკენაა მიმართული. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ქვეყანას დავკარგავთ, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, კონგრესმენების წერილების ტონში კარგად ჩანს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად იციან ის, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინსტიტუტები არ იღებენ.

„ეს არის კრიტიკის დიდი ტალღა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მოდის, მაგრამ ოკეანის გაღმა რაც ჩანს, ის ასევე ჩანს საქართველოში. დღეს ჩვენ ქუთაისში ვიმყოფებით და ქუჩაში ორი წუთი გასვლაც კი საკმარისა იმის დასანახად, რომ ქალაქი უბრალოდ კვდება. კონგრესმენების ამ წერილებისა და წინა წერილების ტონში, რასაკვირველია, კარგად ჩანს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად იციან ის, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ და საუბედუროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ იღებენ, მათ შორის პრემიერი. გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კონსტიტუციური ანგარიშვალდებულების მექანიზმი არ ბოჭავს, ეს არის ივანიშვილი. თუმცა წერილები, ჩემი ღრმა რწმენით, მიმართულია არა ივანიშვილის, გახარიას ან რომელიმე სხვა პირის მიმართ, ეს წერილები პირდაპირ ეგზავნება ქართველ ხალხს. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ არ ვიმოქმედებთ და ამ მოქმედებაში ამერიკა გვერდში უდგას საქართველოსა და ქართველ ხალხს, ჩვენ უბრალოდ ქვეყანას დავკარგავთ. ამიტომ ამ წერილების პირველი ადრესატი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ეკუთვნით ეს ქვეყანა და ეკუთვნით მართლაც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ჩვენ ამას ვიმსახურებთ და ამას მივაღწევთ!“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა