ალექსანდრე ლუკაშენკო - მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის - გვეყოფა გვერდზე ყურება და სულ ფუმფულად ყოფნა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინისტრებს მოუწოდა, თავისი საქმე აკეთონ და დაიცვან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები. მან ეს განცხადება მოგლიევის რეგიონის შკლოვსკის რაიონში საწარმოების შემოწმების დროს გააკეთა.

ამასთან, ლუკაშენკომ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ბოდიში, მარამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია-მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. მან ეს იცის. ჩვენ კიდევ ვკანკალებთ, გვეშინია, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. გვეყოფა გვერდზე ყურება და სულ თეთრად და ფუმფულად ყოფნა. ჩვენ ჩვენი ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი გვყავს და ისინი უნდა დავიცვათ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, -განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, რუსეთი და ბელორუსი ვერ შეთანხმდნენ ნავთობით მომარაგების პირობებზე და მოსკოვმა მინსკს მომარაგება შეუწყვიტა. ბელორუსში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეწოლა არ დაუშვან ქვეყნის ნავთობით მომარაგება.

იხილეთ ვიდეო: "ბოდიში, მაგრამ "წაგვკუზეს" ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია" - ლუკაშენკოს უცენზური და მკაცრი მიმართვა მინისტრს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის