ლევან იოსელიანი - ახლა მთავარია, ეს მატყუარა პარტია თავის ლიდერიანად ისე გავისტუმროთ, რომ ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს

კონგრესმენ ბრაინ ბაბინის წერილი ნიშანდობლივია ბევრი თვალსაზრისით. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნაწილი, სადაც საუბარია წარმომადგენლობითი პალატის მიერ, შარშან მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე და მინიშნებულია, რომ ეს აქტი ჯერ კიდევ სენატში განხილვის პროცესშია, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა კონგრესმენ ბრაინ ბაბინის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, გასაკვირი არაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა.

„კონგრესმენი ახსენებს ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს მხარდამჭერი აქტი გულისხმობს იმ ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერას, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ყველა ამ პრინციპს და დღეს არაა გასაკვირი, რომ მათ საერთშორისო მხარდაჭერა პრაქტიკულად დაკარგეს. ახლა მთავარია ეს მატყუარა პარტია თავის ლიდერიანად ისე გავისტუმროთ, რომ ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს და გავაგრძელოთ ფიქრი და მუშაობა იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში. ოპოზიციის მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს ისეთ სახელწიფო მოწყობის სისტემაზე შეთანხმება, სადაც ახალი მონსტრი ვეღარ გაიზრდება, როგორც ეს ყველა წინა ხელისუფლების შემთხვევში მოხდა", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა