ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ დაპირისპირების დროს  მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდება

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზა თვითონ გამოძიებამ დანიშნა.

ხაბეიშვილის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ „კრიმინალური ხელისუფლების" პირობებში საკრებულოში მასსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპიებას ობიექტურად გამოიძიებენ.

„სამართლებრივად გამოძიება დაწყებულია. რა თქმა უნდა, გამოძიებას მივეცი ჩვენება, მაგრამ ახალს ვერაფერს ვეტყოდი იმის გარდა, რაც საზოგადებამ ნახა. ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და ფაქტობრივად, არაფერია გამოსაძიებელი. ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ის კაცი დააკავეს, საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო რომ ტურებივით დაესევიან, ის ხალხი დღეს თავისუფალი დადის. ახლა, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვეტოს, ადამიანებს, რომ დაკვეთა მისცეს დასჯიან, თუ - არა. ჩემი აზრით, არავინ არავის დასჯის, მარტივი რამის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გუშინ ისინი ჩემს პროვოცირებას ცდილობდნენ, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით. ანუ მათ უნდოდათ, რომ მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც უკაცრავად, მაგრამ ვერ მივართვი, ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმეა მათი კორუფციაში მხილება და მათ შორის, კონკრეტული ადამიანების დაცვა. რაც შეეხება ექსპერტიზას, ეს ექსპერტიზა გამოძიებამ დანიშნა, როგორც კანონმორჩილი ადამიანი ჩავიტარებ ექსპერტიზას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, გამოსაძიებელი არაფერია ამ საქმეში, რადგან საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფურად და ორგანიზებულად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს