სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სასაზღვრო ავიაციის უფროსს იოსებ არჯევანიშვილს, ბარისახოს სამმართველოს უფროსს მამუკა ლიქოკელს, მის მოადგილეს არმაზ წიკლაურს, ყაზბეგის სამმართველოს უფროსს გიორგი ხმალაძეს და მესაზღვრეს დავით ყამარაულს მადლობის სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გაიმართა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მისი მოადგილეები - კახაბერ ჩიქოვანი და თემურ კუპატაძე დაესწრნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიშის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის მესაზღვრეებსა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა