ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მგზავრებს ასევე ურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.

„გარკვეული სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ ურიგდებათ სამ ენაზე სამახსოვრო, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან 2 კვირაში გარკვეული სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი ექნებათ, ვის უნდა მიმართონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან,უკვე ცნობილია, რომ გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსზე დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გვაწვდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა