კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში კომისია შეიქმნა

კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან.

„მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილდეს. დღევანდელი შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გუშინ გამოცემული ახალი რეკომენდაციების განხილვას ეთმობოდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე, ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე. ამისი მზაობაც არის და სასაზღვრო პუნქტებში უკვე თერმული შეფასებაც იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია და ექიმები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში, მას ექნება საშუალება, რომ საწყისი ტრიაჟი ადგილზე გაიაროს. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მგზავრი პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება. მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდომიოლოგიური სამსახური მუშაობს და ეს არის მათი მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი. აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24 საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეფერალისთვის, რათა ადამიანები დროულად გადამისამრთდნენ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა