ერაყში შეტაკების დროს ექვსი ადამიანი დაიჭრა

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, ტაჰრირის საპროტესტო ბანაკში რეიდი განახორციელეს, სადაც მომიტინგეები რამდენიმე თვეა შეკრებილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა. ზოგიერთი მედია სამართალდამცველების მხრიდან ცეცხლის გახსნაზეც საუბრობს.

დემონტრაციები დაშალეს ქალაქ ბასრაშიც, სადაც პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა.

ერაყში ანტისამთავრობო აქციები უკვე თვეებია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ამ დროის განმავლობაში ასობით ადამიანი მოკლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა