თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები  დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეურთდნენ. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

"ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აწარმოებს და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისოდ დადგენილ ღონისძიებებს შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა