ბრაზილიაში მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს. მათი თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ასობით სახლი განადგურდა, რის შედეგადაც 2 500-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.

სინოპტიკოსების განცხადებით, ბრაზილიაში ძლიერი წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მეწყრის ჩამოწოლაა მოსალოდნელი. ხელისუფლება მოსახლოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა