მადრიდში ხუან გუაიდოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მადრიდში ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ საპროტესტო აქცია გამართა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დასამარცხებლად მისი საერთაშორისო იზოლაციაა აუცილებელი.

„ჩვენ ვენესუელაში მოქმედი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს უკან დავიბრუნოთ ვენესუელა",-განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გუაიდო ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მადრიდის მერს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით გასულ წელს დაიძაბა. ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად აშშ-მა და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა. ნიკოლას მადუროს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი და ირანი უჭერენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა