დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ცენტრალური პარტიის ლიდერს, ბენი განცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბენი განცმა გაავრცელა.

განცმა განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

პარტია „ლურჯისა და თეთრის“ ლიდერის თქმით, ისინი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას პალესტინის ლიდერები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინის ჩართულობის გარეშე არ უნდა გაიმართოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა