დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული - დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს, გამოძიება შეცდომაში არის შესული

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალდებული იმედოვნებს, რომ გამოძიება "ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს".

"არსებულ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს. გამოძიება არის შეცდომაში შესული და ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ", - განაცხადა ზაზა მურჯიკნელმა.

იხილეთ ვიდეო: დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის