გიგა ბოკერია - გრძელდება აშშ-სგან ძალიან მკაფიო გაფრთხილების მცდელობა, რომ ზიანი, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ქვეყანას აყენებს, უნდა შეჩერდეს

როჯერ ვიკერის წერილი დამალეს და შემდეგ, როდესაც სალომე სამადაშვილმა გამოააშკარავა მაინც არ გამოაქვეყნეს, ეს ისტერიკის კიდევ ერთი ნიშანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი ამ შეგონებას ვერ გაიგებს და ასლან აბაშიძის კურსს გააგრძელებს მისი პოლიტიკური ხვედრი კიდევ უფრო მძიმე იქნება.

„გრძელდება ტალღა საქართველოს მეგობრებისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან მკაფიო გაფრთხილების მცდელობა, რომ ის ზიანი, რასაც აყენებს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ამ ქვეყანას უნდა შეჩერდეს. თუ ამ შეგონებას საქართველოს მეგობრებისგან და ამაზე უფრო წინ საქართველოს საზოგადოებისგან ივანიშვილი გაიგებს და გონს მოეგება ეს ქვეყნისთვის უკეთესია. თუ ვერ გაიგებს და გააგრძელებს ამ კურსს, რასაც პირობითად ასლან აბაშიძის კურსი უნდა ვუწოდოთ, ეს მას არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ კიდევ უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ხვედრი. ივანიშვილი ევროპარლამენტარებმა პირდაპირ ახსენეს, მისი განცხადება, სადაც ის დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაფერი მისი დაკვეთით ხდება ყურადღებას მიიპყრობს ყველასი, ვისაც აქვს პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს ძლიერი და სუვერენული დემოკრატია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სენატორი როჯერ ვიკერის წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს. მასში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო