მაიორი გიორგი დვალიშვილი სუს-ის უფროსს - დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს - მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს

მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მთავარის“ მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში ლევან იზორიას ძმას კიტა იზორიას აკავებს.

გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

“მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს. ჩემზე თვალთვალი არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მზად ვარ ახლაც, შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში ეს უკვე ძალიან ზედმეტია. სადარბაზოშიც არიან და ყოვლად წარმოუდგენელია, რას აკეთებენ სადარბაზოში.

ვეღარ ვიცავ ვერც ჩემს ბავშვებს ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ არსად არ მივდივარ. ერთადერთი შემიძლია, ვიფიქრო, რომ შეგნებულად აკეთებენ, რომ ზეწოლა მოხდეს ჩემს ოჯახზე და ამის მერე ჩემზე არის ეს დარტყმა. ძალიან ძნელია. შეიძლება, ყველაფერს ებრძოლო, ყველაფერს გაუწიო წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ შვილებს, რომლებიც დახმარებას გთხოვენ, ეს არის აუტანელი“,- განაცხადა მაიორმა გიორგი დვალიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მას ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა