გიგა ბოკერია - ივანიშვილს ჰყავს პირდაპირი "კლოუნები", რომელთაც „ქართული ოცნების“ სახელი აქვს ბეჭედდარტყმული და ჰყავს კლოუნები, რომელთაც სხვა ბეჭედი ასვია, „პატრიოტთა ალიანსს” რომ უწოდებენ

ივანიშვილს ჰყავს პირდაპირი "კლოუნები", რომელთაც „ქართული ოცნების“ სახელი აქვს ბეჭედდარტყმული და კიდევ ჰყავს "კლოუნები", რომელთაც სხვა ბეჭედი ასვია ხოლმე, ,,პატრიოტთა ალიანსს” რომ უწოდებენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენების წინააღმდეგ კამპანია მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესის გამო დაიწყება.

„არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, ეს ხალხი ყოველთვის ასე იქცეოდა. არ გამოკვირდება, რომ დაიწყონ კამპანია ამერიკის კონგრესის წინააღმდეგ, თუ როგორ არიან საქართველოს მტრები, მათ შორის ის ხალხი, რომლებიც 2 თვის წინ იყვნენ ინიციატორები საქართველოს მხარდაჭერის აქტის. მაგალითად, ადამ კინსინგერს თავის გმირად აცხადებდა და ხელს ართმევდა „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, როგორც კი ამ ხალხმა მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესის გამო დაინახეს ძალიან სახიფათო ტენდენცია და ამაზე მიუთითეს, ახლა დაიწყება კამპანია მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს