სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე გასული წლის ბოლოს წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, რის შემდეგაც სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 4 422 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს