ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი - ამოცნობის ოქმები არ იყო კანონის სრული დაცვით მოპოვებული

ჩვენ ჩავიბარებთ განჩინებას, გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების საკითხს, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ამოცნობის ოქმები, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად წარმოადგინა, კანონის სრული დაცვით არ იყო მოპოვებული.

"დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოსაყენებლად არ არსებობდა, რადგან ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლოში, არ არის საკმარისი პატიმრობის გამოსაყენებლად. ჩვენ ჩავიბარებთ განჩინებას, გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების საკითხს. ის საფუძვლები, რაც მოსამართლემ განმარტა, არ ვეთანხმებით. ჩვენ გუშინ საღამოს ჩაგვბარდა 2 დღის თხოვნის შემდეგ მასალები, შესაბამისად, სრულად გაცნობის შემდეგ უკვე გავაკეთებთ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საკმარის ქმედებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ამოცნობის ოქმები, არ იყო კანონის სრული დაცვით მოპოვებული", - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა