დეა მეტრეველი - ქართული კულტურა და ისტორია, "ქართული ოცნებისთვის" არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს

ქართული კულტურა და ისტორია, ,,ქართული ოცნებისთვის" არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს , - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი ასკანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

,,მერე ნუ უკვირთ, რომ სიტყვა „მშენებლობა“, ოცნების ხელისუფლების პირობებში, ნგრევასთან და დანაშაულთან ასოცირდება. ასკანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებით ძველი თბილისის კიდევ ერთი ისტორია იკარგება. როდემდე უნდა ეწირებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არაპროფესიონალიზმს და გულგრილობას? სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს მხოლოდ - ქართული კულტურა და ისტორია, იმ სახელმწიფო უწყებებისთვის და მათში მოკალათებული ჩინოვნიკებისთვის, ვისაც კანონით ევალებათ ქალაქში ასეთი განუკითხაობის აღკვეთა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს" ,- განაცხადა დეა მეტრეველმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა