საკრებულოს შენობასთან „შეცვალეს“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის  შელაპარაკება მოხდა

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა, საკრებულოს შენობაზე პლაკატები გააკრეს, რასაც პოლიციასა და მოძრაობის წევრებს შორის მცირე შელაპარაკება მოყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა.

როგორც "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, ისინი საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს აპროტესტებენ.

"როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელს, ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნახევარ საათში იგი დაზარალებულად აღიარეს და ადამიანი დააპატიმრეს, მაგრამ როდესაც პირდაპირ ეთერში ჩვენ ვნახეთ, როგორ ესხმოდნენ უმრავლესობის დეპუტატები, ოპოზიციის დეპუტატს თავს და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი თავდასხმა არაფერში არ ჯდებოდა, არც კაცობაში, არც ადამიანობაში, არც პოლიტიკაში არანაირი რეაგირება არ ჰქონია სახელმწიფოს და დაკითხულებიც კი არ არიან ეს ადამიანები. არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გავაგებინოთ ხალხს, რომ ამ შენობაში სხედან ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მონები",- განაცხადა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საკრებულოს შენობიდან, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე უმრავლესობის დეპუტატების პლაკატები გადასცეს.

როგორც, მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ოთარ ათათიამ, განაცხადა დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანების სახეები იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ მათ დღეს პოლიციას პლაკატები მიიტანეს.

"ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში აფთარივით თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს იდენტიფიცირებულებიც არ არიან და დაკითხვაზეც კი არ არიან დაბარებულები. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიციას, რომ დაიწყოს საქმის გამოძიება და მალევე იქნან დასჯილები ის ადამიანები, რომლებიც ლაჩრულად თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური შეკვეთა, მაგრამ მოძრაობა "შეცვალე" არ აპირებს დანებებას და ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობნენ თავდასხმაში, ვიდრე არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას", -განაცხადა "შეცვალეს" წევრმა ოთარ ათათიამ.

იხილეთ ვიდეო: "შეცვალეს" წევრების აქცია საკრებულოსთან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა