დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ამის სანაცვლოდ სანქციები უნდა გაუქმდეს. არა, გმადლობთ!“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები სანქციებს გააუქმებს. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა