აშშ-ის საელჩოსთან პარტია “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტია “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს. ისინი NDI-ისა და IRI-ის კვლევის შედეგებს აპროტესტებენ და სამართალდამცველებს მოუწოდებენ ამ ორგანიზაციების საქმიანობა შეისწავლონ.

მათივე მოთხოვნით ამ ორგანიზაციებს საქართველოში საქმიანობის უფლება უნდა აეკრძალოთ.

აქციის მონაწილეებს ფლაერები დაურიგდათ წარწერით: “არა NDI-ისა და IRI-ის კვლევებს”.

“ჩვენ არ ვართ ლორა თორნტონისა და კრამერის საცდელი ლაბორატორია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და არავის წინაშე ამ ღირსებას არ დავთმობთ. დღეს ჩვენ მივმართავთ ამერიკის საელჩოს, გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი: დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა. საქმე უნდა აღიძრას და დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე. ეს კვლევების გაყალბება დანაშაულია”,- განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა