გიორგი ვაშაძე - აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით ქვეყანას ჩამოშორდეს

სენატორ როჯერ ვიკერის მიერ გამოგზავნილ წერილს, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება. გიორგი ვაშაძის აზრით, ბოლოდროინდელი წერილები, ივანიშვილის ხელისუფლებისგან მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველობას მიუთითებს.

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების ბოლოდროინდელმა წერილებმა ცხადყო, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იმაზე მეტად საფრთხის შემცველია საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებისთვის, ვიდრე ზედაპირულად ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად აუცილებელია მისი, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ოპოზიციის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. გამოსავალი ერთიან, კოორდინირებულ, პრინციპულ და ენერგიულ ქმედებებშია, ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სენატორი როჯერ ვიკერის წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს. მასში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს