ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა

ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კალათბურთელის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ვერტმფრენში ბრაიანტთან ერთად ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კალაბასასის შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო