ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტში მისი ქვეყნის როლის გამო ბოდიში მოიხადა

ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს ისეთ შემზარავ და საშინელ მოვლენას, როგორიც ჰოლოკოსტია, მთავრობის სახელით ბოდიშს ვიხდი იმ მოქმედებებისთვის, რაც მაშინ ჩვენმა მთავრობამ განახორციელა, - ამის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, განცხადება რუტემ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

„საკუთარ თავს ვეკითხებით: ეს როგორ მოხდა. პასუხი კი ისაა, რომ ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ. საკმარისად არ დავიცავით, არ დავეხმარეთ“, - აღნიშნა რუტემ.

მისივე თქმით, იმ დროს ადამიანები, რომლებიც სამთავრობო ინსტიტუტებში მსახურობდნენ, გერმანელების ბრძანებებს ასრულებდნენ და ვერ აცნობიერებდნენ იმ შედეგებს, რაც მათ ქმედებებს ამ ადამიანებისთვის მოჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნიდერლანდების მთვარობა მომხდარის გამო ბოდიშს იხდის. ჰოლანდიის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს მეორე მსოფლიო ომში გადარჩენილი, საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებული ებრაელების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის გამო ბოდიში მანამდეც არაერთხელ მოუხდიათ, თუმცა ამაში გერმანულ ოკუპაციას ადანაშაულებდნენ და ქვეყნის როლს არ აღიარებდნენ.

ჰოლოკოსტის დროს მოკლული 6 მილიონი ებრაელიდან დაახლოებით 102,000 ნიდერლანდელი ებრაელი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო