ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს შენობას სამი რაკეტა დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სადილის დროს საელჩოს კაფეტერიაში ჩამოვარდა.

როგორც AFP-ს ერთ-ერთმა ერაყელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

“როიტერსის“ ინფორმაციით, კი საელჩოს ერთი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც დაშავებულია სამი ადამიანი.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელაბდელ მაჰდიმ და პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ალ-ჰალბუსიმ ინციდენტი დაგმეს და განაცხადეს, რომ ის მათი ქვეყნის ომში ჩათრევის რისკს ჰქმნის.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაკეტა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს შენობას უშუალოდ დაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა