ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ განუცხადა, ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის შემდეგ არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურმა ჯგუფმა მცხეთის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა.

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე იყო.

ცნობისთვის, ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

იხილეთ ვიდეო: ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო