ოთარ კახიძე - ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი - ირაკლი შოთაძის გარდა, კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავესწრები

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებით, ის გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, „იწყება მორიგი სპექტაკლი“, რაშიც მონაწილეობას არ აპირებს.

„ივანიშვილის პროკურატურში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს რაღაც დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევას. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს თავად ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა არის სრული ფარსი და არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად, მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, როგორც ივანიშვილის რჩეულს, როდესაც მას ექნება საშუალება, რომ პასუხები გასცეს იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აქვს, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და კითხვებსაც დავსვამ. ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და ის გენერალური პროკურორი, რომლის პროკურორობის დროსაც სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეთათვის ხელის დაფარება, მხედველობაში მაქვს ხორავას ქუჩის საქმე, რასაც შოთაძის გადადგომა მოჰყვა, ამ პროკურორს აბრუნებს თანამდებობაზე, რაც მისი მხრიდან თავხედური საქციელია. საზოგადოება ამ საქციელს ადეკვატურად უპასუხებს, რაც საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე აისახება, რომელსაც ივანიშვილი მწარედ წააგებს. პროკურატურა არის ივანიშვილის პოლიტიკური დევნის სადამსჯელო ინსტიტუტი “, - განაცხადა კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო