ოთარ კახიძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ მოდელს ელოდება

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება, ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ მოდელს ელოდება. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მოდელში პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპი იქნება დაცული, უკვე ოპოზიცია მორიგ რაუნდზე შემდგომი ნაბიჯებისთვის იქნება მზად.

"ასე არ გამოუვათ. რა შეურაცხყოფაც ქართულ საზოგადოებას მიაყენეს, უკან უნდა წაიღონ ეს. ისეთი მოდელი დადონ, რომელშიც ასახული იქნება პროპორციულის პრინციპი. ანუ, რა მხარდაჭერასაც მიიღებს პოლიტიკური ძალა არჩევნებში, ის წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს პარლამენტში.ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული. მათი წარმოდგენილი ვერსიით ეს პრინციპი დაცული არ არის, ამიტომ, თუ მოახერხებენ და შეჯერდებიან იმ მოდელზე, რომელშიც დაცული იქნება ეს პრინციპი ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გაიზიარებს. ჩვენი თვითმიზანი ამ რეჟიმში ყოფნა არ არის, ჩვენი მიზანია ცივილური ოპონირება ხელისუფლებასთან და არჩევნებზე მათი დამარცხება. ოღონდ, ეს არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს. თუ ამას არ გააკეთებენ, განაგრძობენ ქართული საზოგადოების შეურაცხყოფას, კიდევ უფრო მწარედ დამარცხდებიან. ამიტომ, სცენარი მათთვის არის ცუდი და უარესი", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს