ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვა დრო და აშშ-ს მოუწევს გადაიხადოს ის დიდი ზიანი, რაც ირანელ ხალხს მიადგა

მოვა დრო და აშშ-ს მოუწევს გადაიხადოს ის დიდი ზიანი, რაც ირანელ ხალხს მიადგა. ჩვენ დიდი მოთმინება გვაქვს ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა. ირანული მედიის ცნობით, მინისტრმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ტრამპს, საგარეო პოლიტიკა ფაქტებზე დაყრდნობით აწარმოოს.

„უმჯობესია დონალდ ტრამპმა მისი საგარეო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ფაქტებზე დააფუძნოს და არა „ფოქს ნიუსის“ ჰედლაინებსა და მისი ფარსის თარჯიმნებზე“, -დაწერა ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და ტრამპს მოუწოდა წაიკითხოს მისი ინტერვიუ „შპიგელთან“.

აღნიშნულ გამოცემასთან ინტერვიუში ზარიფმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია წარსული გამოასწოროს, მოხსნას სანქციები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, „სადაც ირანი ჯერ კიდევ იმყოფება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა