ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი - აეროპორტში შემოწმებულ მგზავრებს შორის არ დაფიქსირებულა არც ერთი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავისურის სხვა სიმპტომები ჰქონდა

ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ დაფიქსირებულა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო სიმპტომი ჰქონდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ან მგზავრები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ იქამდე ჩინეთში იმყოფებოდნენ, აეროპორტებში მოწმდებიან, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმართვის ვალდებულება კი მხოლოდ იმ მგზავრებს აქვთ, რომლებსაც შემოწმების შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

„ყველა შემოწმება ხდება აეროპორტში და გამშვებ პუნქტებში. თუ შემოწმების შედეგად ადამიანს დაუფიქსირდება ტემპერატურა, მან უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. ჩინეთიდან არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ექნებოდა, ან კორონავირუსის მიმართულებით საეჭვო იქნებოდა, ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ერთი ადამიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ქვეყნიდან გამოფრენის მომენტში ტემპერატურა ჰქონდა, აქ რომ ჩამოფრინდა უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა ინფექციურს მაინც მომართა. მას კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის არცერთი სიმპტომი არ დაფიქსირებულა

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი