საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ და "ნაცმოძრაობის" წევრები აქციას მართავენ და ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე „ქართული ოცნების” დეპუტატების დასჯას ითხოვენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალე“ და "ნაციონალური მოძრაობის წევრები" აქციას მართავს. ისინი საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას გმობენ, მას მხარდაჭერას უცხადებენ და დაპირისპირებაში მონაწილე „ქართული ოცნების” დეპუტატების დასჯას ითხოვენ.

„ჩვენ ვიკრებებით აქ, რათა პირველ რიგში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხაბეიშვილს და ვაიძულოთ ხელისუფლება, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები. ქვეყანა რეალურად იმართება ასლან აბაშიძის წესებით, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდები ფიზიკურად. მგონია, რომ ასეთი პრაქტიკა უნდა დამთავრდეს და ბიძინა ივანიშვილის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკაც დასრულდება. ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, მაგრამ ამის იმედი რეალურად არ გვაქვს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერცხვენა საზოგადოების თვალში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან მოძალადეები და მათთვის არ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა”, - განაცხადა მოძრაობის წევრმა, გიორგი კუპატაძემ.

აქციის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს, როცა ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმისთვის არავინ დაუსჯიათ.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა