გიგი წერეთელი სენატორ ვიკერის წერილზე - ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა მდგომარეობა

როცა ასეთი გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და გადადგმული არ იქნება გარკვეული ნაბიჯები, მაშინ შესაძლებელია მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ეს არის შემაშფოთებელი განცხადება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რითიც შეაფასა სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გიორგი გახარიასადმი, სადაც ის შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ დაპირების შეუსრულებლობით.

როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების დრო.

„ყველა ის საკითხი, რომელიც წერილშია აღნიშნული, მიუთითებს რომ ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა მდგომარეობა, ეს ეხება ერთ-ერთ მთავარ თემას, ეს არის არჩევნების საკითხი, პროპროციული არჩევნები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები ოპონენტებთან დაკავშირებით და პოლიტიკური დევნის მომენტი, მედიაზე ზეწოლა, სასამართლო რეფორმის საკითხი ეს არის შემაშფოთებელი განცხადება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს დრო, არსებობს ოპოზიციის მზადყოფნა პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება, ამით უნდა ისარგებლოს ხელისუფლებამ, თუ მას აქვს ადეკვატური განცდა ვითარების. სხვა შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება და გართულდება. სხვა არასასურველი სცენარები არავისთვის არაა მიზანშეწონილი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს