გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

დღეს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს: ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრება.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 22 იანვარს გამართულ სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

მათივე ცნობით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. გასაუბრების პროცესი "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო