მონღოლეთი ჩინეთთან საზღვარს კეტავს

მონღოლეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 27 იანვრიდან 2 მარტამდე სკოლებში სწავლას შეწყვეტს და ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს. ამასთან ქვეყანა 31 მონღოლი სტუდენტის ევაკუაციას განახორციელებს, რომლებიც უხანში იმყოფებიან.

ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაშიც, სადაც კორონავირუსი 21 წლის გოგონას დაუდასტურდა, რომელიც უხანში იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე, ვირუსის შემთხვევები შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:

ჩინეთი: 2 079 დადასტურებული შემთხვევა;

ტაილნადი: 8 დადასტურებული შემთხვევა;

აშშ: 5 დადასტურებული შემთხვევა;

ავსტრალია: 5 დადასტურებული შემთხვევა;

იაპონია: 4 დადასტურებული შემთხვევა;

ტაივანი: 4 დადასტურებული შემთხვევა;

მალაიზია: 4 დადასტურებული შემთხვევა;

სინგაპური: 4 დადასტურებული შემთხვევა;

სამხრეთ კორეა: 4 დადასტურებული შემთხვევა;

საფრანგეთი: 3 დადასტურებული შემთხვევა;

ვიეტნამი: 2 დადასტურებული შემთხვევა;

ნეპალი: 1 დადასტურებული შემთხვევა;

კანადა 1 სავარაუდო შემთხვევა.

ამ დროისთვის კორონავირუსით 80 ადამიანია დაღუპული.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ზღვის პროდუქტების ბაზარია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა