ანრი ოხანაშვილი - თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს ოთარ კახიძე, რომ უნდა მოვიდეს და კითხვები დასვას მხოლოდ ერთ კანდიდატ შოთაძესთან?!

თუ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს ოთარ კახიძე, რომ უნდა მოვიდეს და კითხვები დასვას მხოლოდ მხოლოდ ერთ კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან?! ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე,- ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, გენერალური პროკურორიბის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროკურორო საბჭოში განსაზღვრულია კვოტა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის. ოხანაშვილის თქმით, ოთარ კახიძე არის საბჭოს წევრი, ამიტომ, მას შეუძლია დაესწროს ამ პროცესს და შეკითხვები დასვას.

"თუ ისინი აპელირებენ, რომ მათ ანტერესებთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვან, მობრძანდნეს, პროცესში მონაწილეობა მიიღოს და დასვას. თუ ფარსია ეს პროცესი, ბატონ შოთაძესთან მიმართებით რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?! თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ მისი ამ პროცესში მონაწილეობა საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული. ამიტომ, საკუთარ თავთან მოდინ წინააღმდეგობაში, რადგან, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ეს პროცესი დადგმულია. თუ ეს პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს, რომ უნდა მოვიდეს და დასვას კითხვები საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ერთ კანდიდატთან?! ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე. ნაცვლად იმისა, რომ შეკითხვა ყველა კანდიდატს დაუსვას და შეიქმნას წარმოდგენა, თუ რომელი კანდიდატია უკეთესი, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ პოლიტიკური დაინტერესების გამო მხოლოდ ერთ კანიდადატთან მიმართებით მიიღონ გასაუბრებაში მონაწილეობა. ეს იმას მიუთითებს, რომ ისინი საკუთარ თავთან მიმართებით მოდიან წინააღმდეგიბაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გენრალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გახსნილია.

"ამ ფორმით, " ლაივ სტრიმის" მეშვეობით არასდროს წარმართულა გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება. ეს იმას მიუთითებს, რომ საპროკურორო საბჭო გახსნილია იმისათვის, რომ საზოგადოებამ თვალ-ყური მიადევნოს ამ პროცესს "ლაივ სტრიმში". შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დააკვირდეს პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობს კანდიდატებთან გასაუბრება. გასაუბრება ინდივიდუალურად წარიმართება თითოეულ კანდიდატთან. უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დრო, რომ საბჭოს თითოეულ წევრს საკმარისი დრო ჰქონდეს შეკითხვის დასმისთვის და პასუხის მისაღებად", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებით, ის გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, „იწყება მორიგი სპექტაკლი“, რაშიც მონაწილეობას არ აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს