გენერალური პროკურორობის კანდიდატი - ირაკლი შოთაძე არის მნიშვნელოვანი კონკურენტი, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან

ირაკლი შოთაძე არის მნიშვნელოვანი კონკურენტი, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვიქტორ ახალბედაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე მისი მთავარი კონკურენტია.

როგორც ახალბედაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ობიექტურობის იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს ფორმალობასთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, თუკი გახდება გენერალური პროკურორი, აპირებს, რომ გენერალური პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს. ვიქტორ ახალბედაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს თავისუფალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ. ახალბედაშვილი ამბობს, რომ მას პროკურატურაში უმუშავია და იცის, თუ როგორი რთული საქმეა. მისი თქმით, პროკურატურაში ძალიან ბევრი ღირსეული კადრი მუშაობდა და მუშაობს, რომლებსაც შესაძლებლობა უნდა მიეცეთ თავიანთი გამოცდილება და ხედვები საქმიანობაში ასახონ.

"ობიექტურობის იმედის არარსებობის პირობებში არც მივიღებდი მონაწილეობას პროცესში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება მაქვს, სისტემას და საქმის წარმოებას ვიცნობ და შემხებლობა მქონია სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო ბრალდების და დაცვის მხრიდან. მაქვს საგამოძიებო მიმართულებით გამოცდილება. მენეჯერული მუშაობის გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, გამარჯვების შემთხვევაში შევძლებ ღირსეულად ვემსახურო საქართველოს პროკურატურას", - განაცხადა ახალბედაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო