მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების ფოტოები გააკრეს

მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა, დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს. მათ ურნაზე საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

„ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“.

მათი მოთხოვნაა, ეს წევრები საკრებულოდან გარიცხონ, ასევე, მათ დატოვონ მმართველი პარტიის რიგები.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ასევე ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, რა მიზნითაც რამდენიმე მათგანი საკრებულოს შენობაში შევიდა, თუმცა ისინი მალე დაბრუნდნენ უკან და განაცხადეს, რომ ისინი გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა