სასამართლო ბათუმის ყოფილ მერთან გიორგი ერმაკოვთან და კიდევ ექვს ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის ყოფილ მერთან გიორგი ერმაკოვთან და კიდევ ექვს ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, მოლოდინი აქვთ, რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბრალდებულებს საპატიმროდან გაათავისუფლებს. ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნისთვის.

თავის მხრივ, პროკურორები ამბობენ, რომ დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და ისინი მათ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში "იაფი სახლის" პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)