გიორგი ტყემალაძე - სამწუხაროა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დატოვებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დატოვებას შეეხება.

„თვითმმართველობის ასოციაცია არის როგორც იცით ევროსაბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია, ასე რომ სამწუხაროა, თუ ისინი დატოვებენ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობას. არ ვიცი რას აპირებენ, მათი გეგმების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში. ამავდროულად სისტემატურად ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე მინდა ორივეს მხარეს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ყველას მხრიდან იყოს თავშეკავება როგორც პიროვნული შეურაცხყოფის, ისე ფიზიკური დაპირისპირების და ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა სამუშაო რეჟიმში", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს.მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.

„ამ ყველაფრის წამახალისებელი პირველ რიგში კახა კალაძეა, რომელიც თბილისის მერის გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს არჩევს. „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წარმომადგენელი ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენ გვინდა პროტესტის ნიშნად ეს ასოციაცია დავტოვოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაცია უმოქმედოა და არანაირ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის ხაბეიშვილის მიმართ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო