გია ვოლსკი -  სენატორის წერილში საკმაოდ დიპლომატიურად არის მიდგომა ჩამოყალიბებული

სენატორის წერილში საკმაოდ დიპლომატიურად არის მიდგომა ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორის წერილში ნახსენები სამართლიანი საარჩევნო სისტემა იმას გულისხმობს, რომ პარტიებმა შეთანხმების გზა უნდა იპოვონ. ასეთად გია ვოლსკის მათ მიერ შეთავაზებული ვერსია - 100/50- ზე მიაჩნია.

„ჩვენს მიერ შეთავაზებული სისტემა არანაირად არ გულისხმობს რომელიმე პარტიის უპირატესობას, ნებისმიერს შეუძლია ამ სისტემაში მოიპოვოს ხალხის ნდობაც და გასაკვირია, რომ ადამიანებს არ უნდათ მაჟორიტარად წარმოდგნენ და საზოგადოებას თვალი გაუსწორონ, პროპორციულშიც საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა ჰქონდეთ, თუ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა. ასე რომ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადება არის გზა, როგორ ავარიდოთ კრიზისს თავი. პროპორციულ არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, რომელიც ვერ მოგვცემს შესაძლებლობას ჩამოვაყალიბოთ მთავრობა და დესტაბილიზაციაში შევიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სენატორი როჯერ ვიკერის წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს. მასში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო