ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22 ადამიანით არის გაზრდილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22 ადამიანის არის გაზრდილი.

როგორც ეკა ლალიაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევების ერთი წლის სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, სტატისტიკა გაუარესებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ავტოავარიების და დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ შედეგი, რაც 2019 წელს დადგა ვითარების გაუარესებაა , იქიდან გამომდინარე , რომ ქვეყანაში ვერ ვხედავთ კონკრეტულ და მიზანმიმართულ ქმედებებს ავტოავარიების შესამცირებლად. ყოველწლიურად მოსალოდნელია, რომ ვითარება გაუარესდეს, რადგან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად.

5 წელია შეიქმნა საკოორდინაციო რგოლი, რომელიც წესით პასუხისმგებელი უნდა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“,-აცხადებს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არაა და საჭიროა სხვადასხვა უწყებების ჩართულობა.

„ვფიქრობთ, უკვე დადგა დრო მთავრობა დაფიქრდეს და შექმნას წამყვანი უწყება, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში და აღჭურვილი იქნება იმ უფლებამოსილებით, რომლითაც არის ევროპულ ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად პროგრესს აღწევენ ფატალური შემთხვევების შემცირების კუთხით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ამასთან, მან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კითხვები ჩნდება, რამდენად მიაღწია ამ რეფორმამ ავტომობილების გამართულობას და გამონაბოლქვის შემცირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს