მეუფე ნიკოლოზი მღვდელმონაზონ ანდრია სარიაზე - აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება, ეს არის გასაკვირი

აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გასაკვირი, - ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა.

“აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ შეუჩეროს და შეუჩერა. თუ გონს მოეგება და ასე აღარ მოიქცევა, როგორც იქცევა...”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ანდრია სარია საარქივო მასალებს იძიებდა, მეუფემ განაცხადა, რომ “ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს წვდომა”.

“როგორ იძიებდა, სად არის ეს საარქივო მასალები? მე მაინტერესებდა საარქივო მასალები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს არავითარი წვდომა. საიდან აქვს ანდრია სარიას წვდომა უშიშროების მასალებზე?!”,- განაცხადა მეუფემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა