ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მანამდე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის" პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო