ცოტნე ზურაბიანი კონგრესმენების და სენატორების წერილებზე - საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან, უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები

საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან პარტიული ხაზით. იცით, რომ პარლამენტში უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს.

მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები შეფასებებს ტყუილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ.

„კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს „ფრონტერასთან“ დაკავშირებით. მათმა ნაწილმა კითხვები დასვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ. ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ უზუსტობასთან. ტყუილთან, რომლის ტირაჟირებაც მოხდა და მასზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასებაც ვერ იქნება ობიექტური. ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ოპოზიციის ლიდერებს დაჭერით დაემუქრა. ასეთი დიდი ტყუილი როგორ შეიძლება იკადრო. რეალურად, ჩვენ ოპოზიციისთვის გვიწევს იმის შეხსენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით ხელისუფლების ცვლილება ვერასოდეს ვერ მოხდება. იცით, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. აქ საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან პარტიული ხაზით. იცით, რომ პარლამენტში უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავდნენ. ამ კონკრეტულმა ჩავარდნამ გამოიწვია კომუნიკაციის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს აღმოფხვრადია, ამაზე ვმუშაობთ და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება ყველას", - განაცხადა ზურაბიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა